Ultrasonography

„კლინიკა ნიუმედში“ ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ისეთი ინოვაციური, ულტრათანამედროვე აპარატებით, როგორებიცაა APLIO MX და Voluson E8 3D/4D.

Voluson E8 3D/4D აპარატი განსაკუთრებით ინფორმაციულია სამეანო კუთხით, რადგან მისი მეშვეობით ნაყოფის ანატომიური სტრუქტურების შესწავლა გაფართოებულ რეჟიმშია შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც უნდა შეფასდეს ნაყოფის ტვინის, კიდურების, თავის ქალასა და სახის კუნთების ჩამოყალიბების პროცესი. მაღალი გარჩევადობის (Full HD) ფერადი, თხევადკრისტალური მონიტორი ნაყოფის ხარისხიან და რეალობასთან ზედმიწევნით მიახლოებულ გამოსახულებას იძლევა.

მნიშვნელოვანი ასპექტი Voluson E8 3D/4D – HD Live ფუნქცია არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რომელიც შეისწავლის პლაცენტა-ნაყოფის სისხლის მიმოქცევას. ფერად დოპლერს აქვს სკანირების მაღალი სიჩქარე,რომელიც იძლევა ზუსტ შედეგს, ადასტურებს ან გამორიცხავს ფეტო-პლაცენტარულ უკმარისობას.

გარდა სამეანო კვლევისა, თანამედროვე ექოსკოპიის აპარატებით, „კლინიკა ნიუმედში“ ხორციელდება ასევე მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის, რბილი ქსოვილების, სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის,რეგიონული ლიმფური ჯირკვლების კვლევა, ნეიროსონოსკოპიური, ექოკარიოგრაფიული, სისხლძარღვების დუპლექს-სკენირება და სხვა.

გამოსახულების მკვეთრი ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი სისტემის გამოკვლევისას.