ეთერ ბუხნიკაშვილი – სტომატოლოგი

განათლება:

1992 – 1997 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი (დიპლომი უა – № 001806).

09/VII/2014 – 11/I/2022 წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ბაზაზე.

აკადემიური ხარისხი: სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 11/I/2022 წლის N13 გადაწყვეტილება. დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი: TSMU N 000113 (დიპლომის დამზადების თარიღი – 24.01.2022.).

კლინიკური მუშაობის გამოცდილება:

VII/2007 – VII/2019 წწ. – ინდ./მეწ. ა. ბერძნიშვილის სტომატოლოგიური კლინიკა ,,დენტალუქსი“. პოზიცია – სტომატოლოგი – თერაპევტი, პირის ღრუს ქირურგი. · XII/2013 – XII/2017 წწ – შპს სტომატოლოგიური კლინიკა “NGM Innovation Dental” · IX/2017- I/2019 წწ – შპს სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ-მედი“ · 2018-2020 წწ – შპს სტომატოლოგიური კლინიკა „PM-Dental“, პოზიცია – თერაპევტი, პაროდონტოლოგი, პირის ღრუს ქირურგი. · 07/VIII/2019-დან დღემდე ვმუშაობ შპს კლინიკა „ნიუმედ“-ში. პოზიცია – ექიმი სტომატოლოგი: თერაპევტი, პაროდონტოლოგი, პირის ღრუს ქირურგი.

პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება:

IX/2016 წ-დან დღემდე ვმუშაობ საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის სტომატოლოგიის დეპარტამენტში (ინგლისურენოვანი პროგრამა) თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით. პოზიცია – მოწვეული ლექტორი. ჩემს მიერ ჩატარებული სასწავლო პროგრამები მოიცავს: ოდონტოლოგიას, პაროდონტოლოგიას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებსა და პირის ღრუში განვითარებულ პათოლოგიებს. 3 მიმყავს კურაციული სწავლების ჯგუფები, რაც მოიცავს საქართველოს უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზებზე სტუდენტთა სწავლებას, კლინიკური უნარ-ჩვევების ათვისებასა და პაციენტებთან მუშაობის გამოცდილების მიღებას.