იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციულ) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.
იმუნიზაციით მართვადი ინფექციებია:
დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ინფლუენსა B ტიპის, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, როტავირუსული ნაწლავური ინფექცია, პნევმოკოკური ინფექცია
საქართველოში მოქმედებს იმუნიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველი იმუნიზაცია პატარას სამშობიაროშივე უტარდება. ესენია ტუბერკულოზისა და B ჰეპატიტის აცრა, სხვა. დანარჩენი კი ეროვნული კალენდრის შესაბამისად, შეგიძიათ თქვენს პატარებს „კლინიკა ნიუმედში“ ჩაუტაროთ.
ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია დროულად ჩატარდეს.ვაქცინაცია ხდება მაღალი ხარისხის ეფექტური, უსაფრთხო ვაქცინებით აცრისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.