კლინიკა ნიუმედში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

 

📣კლინიკა ნიუმედში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ ჩაიტაროთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია💉✅
👉გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალი რისკ ჯგუფებისათვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს, ხოლო 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მო
ქალაქეობის მქონე ნებისმიერი პირისათვის 6 თვის ასაკიდან.
👇 მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
▪️ დიაბეტის მქონე პირები;
▪️ დიალიზზე მყოფი პირები;
▪️ C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
▪️ აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
▪️ ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
▪️ 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
▪️ ორსულები;
▪️ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
▪️ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
▪️ სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
➡️ ვაქცინაცია მიმდინარ

ეობს Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდები) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით INFLUVAC. ვაქცინის შემადგენლობა ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობას.

🦠სეზონური გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. თუმცა, პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია რისკების აცილება.
✅ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პირდაპირი პროფილაქტიკის ერთადერთი და ეფექტური საშუალება – ყოველწლიური სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
👩‍⚕️ 📊გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა – განსაკუთრებით რისკის მქონე ჯგუფებში. ვაქცინირებულთათვის სეზონის მანძილზე მოცირკულირე გრიპის ვირუსით ავად გახდომის რისკი საგრძნობლად დაბალია, ხოლო მძიმე გართულებების და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი – უმნიშვნელო.

Leave a Comment

Name*

Email* (never published)

Website